• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    4
    ნოემბერი
    სოფელ წითელსოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად, სოფელ წითელსოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წითელსოფლის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე, ასევე, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები და რკინა-ბეტონის ღარები. სამუშაოების ღირებულება 490 000 ლარს აღემატება.

    სოფელ წითელსოფელში ასევე მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია რეზერვუარის, სატუმბი სადგურის მილსადენებისა და სახანძრო ჰიდრანტის მოწყობა. დაგეგმილია ქსელზე აბონენტების დაერთება. პროექტის ღირებულება 225 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ ჩიტაურის, განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად ამოცანას მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

    „ჩვენს მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად უკეთესი პირობების შექმნისთვის პრიორიტეტია საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება. ასევე, მნიშვნელოვანია სამუშაოები შესრულდეს დათქმულ ვადებში და მაღალი ხარისხით.

    აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობა შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.