• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    დეკემბერი
    სოფელ ჭოპორტში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა

    სოფელ ჭოპორტში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნა და ამიერიდან, მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარება ადგილზე შეუძლია. იმუნიზაციის პროცესი, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" მიმდინარეობს.

    სოფელ ჭოპორტის ამბულატორიაში არსებულ ვითარებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად გაეცნო. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

    შეგახსენებთ, რომ ჭოპორტის გარდა, ამცრელი დაწესებულებები დუშეთის მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტშია გახსნილი. კერძოდ, იმუნიზაციის პროცესი სოფლების - ანანურის, ბაზალეთის, მჭადიჯვრის, ქვეშეთის, დაბა ჟინვალისა და დაბა ფასანაურის ამბულატორიებში მიმდინარეობს. ასევე, აცრის გაკეთება შესაძლებელია "ჯეო ჰოსპიტალსის" დუშეთის სამედიცინო ცენტრში.