• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    იანვარი
    „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2026“-თან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000-მდე ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა მათთან კონსულტაციების გზით.

    კონსულტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა. კონსულტაციების გზით პროექტი ასევე შეირჩევა იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000-ს. აღნიშნულ შემთხვევაში კონსულტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა.

    „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, ასევე დაორგანიზდება ის საჭირო პროცედურები, რომლებიც საერთო კრებებზე გადაწყვეტილების მიღებისათვისაა აუცილებელი,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - ვასილ წიკლაური, ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.