• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    მარტი
    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მოსახლეობის საერთო კრებები დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში უკვე გაიმართა

    ✔დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში უკვე გაიმართა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მოსახლეობის საერთო კრებები, სადაც ადგილობრივებმა პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად გადაწყვიტეს.

    ▶️თითოეულ სოფელში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შევხვდნენ მოსახლეობას და გააცნეს 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტები, რომელთა შორისაა:

    📌სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ);

    📌სარწყავი სისტემები;

    📌სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები;

    📌გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

    📌გარე განათება;

    📌 სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

    📌სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

    📌ამბულატორიის შენობები;

    📌სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;

    📌 სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

    📌 მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა და სხვ.

    ✅აღსანიშნავია რომ ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია 2 812 000 ლარი.