• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    თებერვალი
    "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

    განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დაბა ჟინვალში გამართულ საერთო კრებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან, ბესიკ ბიჩნიგაურთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და რწმუნებულის მოადგილესთან - თეიმურაზ ბექაურთან ერთად დაესწრო.

    რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პროგრამის ფარგლებში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისათვის ჯამში 4 868 000 ლარია გამოყოფილი.

    თანხა 448 დასახლებისათვის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება. განსახორციელებელ პროექტებს მოქალაქეები, ხმათა უმრავლესობით, არსებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩევენ.