მერიის სიახლეები
მაისი
ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში მეტყველების და ლიტერატურის უფასო წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინდივიდუალური ლექსები პატრიოტულ თემატიკაზე და ასევე დადგეს სპექტაკლი ,,თავსაფრიანი დედაკაცი".
აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შალვა ინაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ჯემალი დამაცალაშვილი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი მადლობას უხდის პედაგოგს ქალბატონ ქეთევან ნავროზაშვილს და მის მოსწავლეებს აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.