• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    სექტემბერი
    სპორტის სამინისტრომ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის სპორტის დაწესებულებას ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

    სპორტის სამინისტრომ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის სპორტის დაწესებულებას ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

    🔵საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას აგრძელებს. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება თიანეთის, დუშეთის, ახმეტის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.

    ↪მუნიციპალიტეტებისთვის ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი სპორტსმენები, ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

    ℹთითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ:

    ⬇️ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებას გადაეცა ტატამები, მკლავჭიდის მაგიდები, კროსფიტის თოკები, ლახტები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, მეკარის ხელთათმანი, შტანგა ფიცარნაგით, ჰანტელები, შტანგის ღერძები, შვედური კედლები, ორძელები, კიმონოები, ფეხბურთის ბადეები, ფეხბურთის ბურთი, სავარჯიშო რეზინები, ბაგირები, სასწორები;

    🔴აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციის აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ.