მერიის სიახლეები
დეკემბერი
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადება:
გაცნობებთ, რომ ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N6580 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეებად, შეიცვალა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრული, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადები.
მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-
რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა), ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებული
წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები, განცხადებაში (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1156) მითითებული ვადის (2023 წლის 8 თებერვლის ჩათვლით) ნაცვლად, შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს);
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1156