მაისი
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად, გუდამაყრის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა.
აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გასული 3 დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა გადაადგილების პრობლემები შექმნა, თუმცა ამ ეტაპზე გუდამაყრის ხეობისკენ მიმავალ ე.წ. "ოშპიტელის" გზაზე გადაადგილება თავისუფალია.
ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში აგრეთვე მუშაობს უკანაფშავის, მაღაროსკარის, შატილისა და ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ადიდებულმა მდინარე არაგვმა კალაპოტი იცვალა და მეწყერსაშიში ზონები გაჩნდა.
"დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 29-30 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეულ მოსახლეს არ ექნება უსაფრთხო გადაადგილების საშუალება" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.