• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    ივნისი
    სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიება

    დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს.

    მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად არსებულ ვითარებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე ზაგაშვილთან და რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან ერთად ადგილზე გაეცნო.

    საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ასევე, ადგილზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.

    შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უწყებებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას.

    თვითმმართველობის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე ყველა საჭირო ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ