• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    აპრილი
    სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწყობა

    გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის ბაკურხევის ხეობაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებში პირველივე დღიდან ჩართულია ყველა უწყება და სამსახური, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა. მობილიზებულია ტექნიკა.

    მაღალი გამავლობის ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკისთვის მოძრაობა უკვე შსაძლებელია.

    უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა.