• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    ივლისი
    სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

    დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

    სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ხორციელდება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში.

    დღეს დილიდან ადგილზე იმყოფება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და პირადად უწევს მონიტორინგს მიმდინარე სამუშაოებს.

    ამჟამად მიმდინარეობს შუაფხო-უკანაფშავის მიმართულებით მდინარე არაგვის კალაპოტში მოქცევა და დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენა.

    ასევე, ეტაპობრივად ხდება დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა. ამ ეტაპზე დენი უკვე მიეწოდება სოფელ უძილაურთას მაცხოვრებლებს.

    „მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება და ეს პროცესი პრობლემის სრულად მოგვარებამდე გაგრძელდება“- აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.