სექტემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია გრძელდება.
ამჟამად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მერიისა და "მერსი ქორფსის" წარმომადგენლებთან ერთად უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
მაცაცო ნარიმანიძისა და RDYE პროექტის ოფიცრის არჩილ ფოლადაშვილის თქმით, აღიშნული დახმარება გადაეცემა ფასანაურის, გუდამაყრის და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 255 ოჯახს.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, გაანადგურა გზებისა და ცენტრალური მაგისტრალების ცალკეული ნაწილები.
აღნიშნული სტიქიური შემთხვევის საპასუხოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შეხვდა ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" წარმომადგენლებს, სადაც სტიქიის შედეგად ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები ერთობლივად განსაზღვრეს.
ამ შეთანხმების საფუძველზე, კომპანია Xylem Inc.-ის დაფინანსებით, ორგანიზაცია "მერსი ქორფსმა" სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი დახმარების ნივთები შეიძინა და მათ მოსახლეობას გადასცემს.