• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    ოქტომბერი
    სტიქიისაგან დაზარალებულ 30 ოჯახს პირველადი საჭიროების ნივთები და არამალფუჭებადი პროდუქტი გადაეცა

    საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სტიქიისაგან დაზარალებულ 30 ოჯახს პირველადი საჭიროების ნივთები და არამალფუჭებადი პროდუქტი გადაეცა.

    ჰუმანიტარულ აქციაში პირადად მიიღეს მონაწილეობა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ზურაბაშვილმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა და საზოგადოება "წითელი ჯვრის" დუშეთის ფილიალის მენეჯერმა ნინო ჩხუტიაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც გაანადგურა გზებისა და ცენტრალური მაგისტრალების ცალკეული ნაწილები და დააზარალა მოსახლეობა