• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    10
    თებერვალი
    სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება

    ✅ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება

    📚 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2022 წლიდან მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა.

    📖 საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულნი, ფინანსდებიან შედეგების მიხედვით, შემდეგი სქემით:

    🔷 (პ.ა) „B“ შეფასებით - 800 ლარით;

    🔷 ( პ.ბ ) „A“ შეფასებით - 1200 ლარით.

    🔶 სტუდენტები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, ფინანსდებიან - 1200 ლარის ოდენობით;

    🔶 2022-2024 წლებში, ჯამში დაფინანსდა 167 სტუდენტი 146 900 ლარით.

    🔶 შეგახსენებთ, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება.

    დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს გაზაფხულის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრისა, ხოლო შემოდგომის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1-ელი აპრილისა;

    გისურვებთ წარმატებას!