მერიის სიახლეები
მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ა(ა)იპ "ძალადობისაგან დაცვის მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის" და ა(ა)იპ "ჩვენ ჯანსაღი მომავლისათვის" წარმომადგენლებმა, დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტის „სუფთა გარემო-ჯანსაღი რეგიონისათვის“ პრეზენტაცია გამართეს.
პროექტის კვლევის ექსპერტმა ნანუკი ალიბეგაშვილმა ნარჩენების მართვის შესახებ გაწეული კვლევის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა და მოსახლეობის კმაყოფილების დონის ხარისხზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
პროექტის ნარჩენების მართვის ექსპერტმა ქეთევან ცხაკაიამ მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციების და ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დამსწრეებს წარუდგინა რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინება ნარჩენების მართვის განახლებულ გეგმებში აამაღლებს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
პრეზენტაციას დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება ‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.