• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    ივლისი
    ტამიშის ბრძოლიდან დღეს 30 წელი გავიდა.

     

    🇬🇪 თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაურმა ქ. დუშეთის შესასვლელში მდებარე მემორიალი და ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.

    🇬🇪დაღუპულთა ხსოვნას პატივი, აგრეთვე, მიაგეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარმა მამა გრიგოლმა (მგელაშვილი) კი ადგილზე პანაშვიდი გადაიხადა.

    🇬🇪ტამიშის ბრძოლაში ყველაზე დიდი დანაკარგი ''შავნაბადას'', ''ავაზასა'' და დუშეთის ბატალიონებმა განიცადეს.

    აფხაზეთის ომის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართველი მეომრების თავგანწირვის, ერთიანობისა და გმირობის უდიდესი მაგალითი.