• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    ოქტომბერი
    ტრენინგი თემაზე "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი"

    ✅️11 ოქტომბერს, გოგონათა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი".

    ✅კომიტეტის წარმომადგენელმა თინათინ ოდილავაძემ, სსიპ "აწარმოე საქართველოში" თანამშრომელმა ირაკლი ვეშაგურმა და ა(ა)იპ "სოფლის განვითარების სააგენტოს" წარმომადგენელმა ნიკოლოზ კიკნაველიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებზე, საჭირო სამეწარმეო უნარებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებზე სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად.

    ✅️აღსანიშნავია, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ტრენინგ- კურსი სსიპ "აწარმოე საქართველოში", სსიპ "სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის" (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.

    ✅️ცნობისათვის, 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღედ გაეროს მიერ 2011 წლიდან გამოცხადდა და მიზნად ისახავს გოგონათა მხარდაჭერას ძირითად საჭირობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით.