მერიის სიახლეები
დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ების შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენელთათვის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ინვენტარიზაციის თაობაზე ტრენინგი გამართა.
ასოციაცის პრეზიდენტმა დავით ხოსრუაშვილმა ტრენინგის მონაწილეებთან მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაციისა და საკუთრების ბალანსზე გადაცემის პროცედურები განიხილა.
ცნობისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს ფინანსისტთა ასოციაციასთან და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ახდენს სხვადასხვა მიმართულებებით.