მერიის სიახლეები
მარტი
24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანსაც, თემის შესახებ, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტუბერკულოზისგან გამოწვეული საფრთხის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დროული დიაგნოსტიკითა და სწორი მკურნალობით, ათასობით ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი, რადგანაც ის განკურნებადი ინფექციური დაავადებაა.
შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მოადგილეებთან - ვასილ წიკლაურთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად დაესწრო.