• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    ივნისი
    ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური დაესწრო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების, ბესიკ ბუზალაძისა და სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ჭიდაობა-ძიუდოში.

    სპორტული შეჯიბრი 2016-2017 წლებში დაბადებულთა შორის, ა(ა)იპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანების“ ორგანიზებით, გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ დუშეთის, ახალგორის, საგურამოსა და წეროვნის გუნდები. მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებითა და სიგელებით.

    ტურნირს ასევე ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები