დეკემბერი
უკვე მესამედ, ტრადიციულად, წელსაც დუშეთმა, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისული სტუმრებისათვის, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე, მრავალფეროვანი, ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, ხოლო პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. 18:00 საათიდან კი შეკრებილი საზოგადოების განწყობაზე ანსამბლმა "შვიდკაცამ" და ჯგუფმა "მგზავრებმა" იზრუნეს.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დღის ბოლოს საზეიმოდ აინთო დუშეთის მთავარი, ახალი ნაძვის ხე და ილუმინაციები, რომელთა ნაწილი ქალაქს, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.
საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან უფასო ტრანსპორტი ემსახურებოდა.
საახალწლო ღონისძიებები, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ასევე გაიმართება 25 დეკემბერს - თიანეთში, 3 იანვარს - ყაზბეგში, ხოლო 7 იანვარს - მცხეთაში.
🔖ღონისძიებების პროგრამის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0bmQP9yUbZa6SiE8XqFJTJtWqV8TJJgxA2Qd5e8uJsA3AiL6bX7of5FbfFnQqbtaFl&id=100064782996486&mibextid=Nif5oz
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში
#ახალიწლისდღეები2024