• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    მარტი
    უკრაინის დასახმარებლად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ჰუმანიტარულ აქციას იწყებს

    🇬🇪🇺🇦 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას იწყებს 🇬🇪🇺🇦

    🇬🇪🇺🇦 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის თანამშრომლებთან.

    🇬🇪🇺🇦 „გვინდა, სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები, გამოყოფს ფინანსურ რესურს, რომლითაც უკრაინელი ხალხისთვის შევიძენთ პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს. დუშეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს სლობოჟანკის მუნიციპალიტეტთან. გამძლეობას და თავისუფლებას ვუსურვებ უკრაინელებს,“- აღნიშნა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ.

    🇬🇪🇺🇦 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყო სპეციალური პუნქტი, სადაც დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნეს სექტორსა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება უკრაინის დასახმარებლად პირველადი საჭიროების ნივთები მოიტანონ და ჩაერთონ ჰუმანიტარულ აქციაში.

    🇬🇪🇺🇦 ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.