ნოემბერი
182 435 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი შესაბამისი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურით.
მონიტორინგის მიზნით, მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან ერთად გაეცნო.
"ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა და მისი ჯანსაღი მომავლისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ამიტომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურ რეჟიმში ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის, მინი მოედნების, სტადიონების მოწყობა. მათ შორის აღსანიშნავია ქალაქ დუშეთში ე.წ "ნიშკაკალის" ტერიტორიაზე მიმდინარე თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები და სოფელ ქვეშეთში დაგეგმილი სტადიონის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონს აღემატება" -განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.