• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მარტი
    ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    ქ. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ფასანაურის, ბარისახოსა და როშკას განაშენიანების გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფთან განიხილა ქ. დუშეთის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი.

    დასასრულს, მხარეებმა რეკომენდაციები გაუზიარეს ერთმანეთს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური და მოადგილე ოთარ ჩხეიძე.