ივნისი
ქ. დუშეთის N1 საბავშვო ბაღში გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.
პატარებმა მაყურებელს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი და ქართველი პოეტების შემოქმედება წარუდგინეს.
ღონისძიებას, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს ვასილ წიკლაურმა და გიორგი ასლამაზიშვილმა მადლობა გადაუხადეს საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღმზრდელებს გაწეული შრომისთვის, ხოლო პატარებს წარმატებული მომავალი უსურვეს.