• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    20
    ივნისი
    ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლა 70 წლისაა

    ქ. დუშეთის სახელოვნებო სკოლა 70 წლისაა.

    თარიღთან დაკავშირებით, ქ. დუშეთის ზაქარია დიაკვნიშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლაში საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

    სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს წარუდგინეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოები - როგორც საფორტეპიანო, ასევე საგუნდო და ქალაქური მრავალხმიანი მუსიკალური ნომრები.

    ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სახელოვნებო სკოლის ქარგვის წრის მოსწავლეების ნამუშევრები.

    იუბილეზე მოწვეულნი იყვნენ სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები. მათ შორის მსახიობი ასმათ ტყაბლაძე. ასევე, სახელოვნებო სკოლის მეგობარი კომპოზიტორები: მერაბ მერაბიშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, მაყვალა ლაშქარაშვილი-ხორბალაძე; საოპერო მომღერლები: ელენე ჯანჯალია, ირმა ბერძენიშვილი, ბაია გრიგოლია, ნათია სტეფანიშვილი; რომლებმაც საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს მსმენელს.

    საღამოს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთო წიკლაური, ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ჯემალ დამაცალაშვილი, საკრებულოს კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.

    კონცერტის დასასრულს, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთო წიკლაურმა ისაუბრა სკოლის შესახებ და აღნიშნა, რომ დუშეთის სახელოვნებო სკოლა ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეულია სახელოვნებო სკოლებს შორის, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს დაუღალავი შრომისთვის, მათ შემდგომი წარმატებები უსურვა და მადლობის სიგელები გადასცა