• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    აგვისტო
    ქ. დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

    ✅დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთისა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

    🔷პროექტის ფარგლებში, 1 კმ-მდე სიგრძის ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო ე.წ. შალიკიანთ დასახლებიდან კანჭისქედამდე. მოეწყო გარე განათებაც.

    ➡️შესრულებულ სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

    💬რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ადგილზე დაგებული არ იყო ასფალტის საფარი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად კი, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს.

    📌პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 350 000 ლარს აღემატება.