• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    ოქტომბერი
    ქალაქ დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლებში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართული გამწვანების ღონისძიება

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი ქალაქ დუშეთის N1 და პირმისაანთკარის საჯარო სკოლებში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართულ გამწვანების ღონისძიებას დაესწრნენ.

    პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 207 ნერგი დაირგო, მათ შორის, კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი და კვიპაროსი, კოლხური ბზა, კავკასიური ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.

    პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

    გამწვანების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები: ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, აგრეთვე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.