სექტემბერი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქალაქ დუშეთის ურბანული განახლების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა
პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ პარკს. განახლდა პარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოეწყო შადრევანი, სანიაღვრეები და საკანალიზაციო სისტემა, ჩატარდა პარკის გამწვანების სამუშაოები.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა დუშეთის ცენტრალური, ისტორიული უბნის განახლება. უკვე დასრულებულია 33 სახლის, უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, რეაბილიტაცია-რესტავრაცია. გრძელდება 5 სახლის, მათ შორის, იმ ისტორიული სასამართლოს შენობისა და სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, სადაც მსახურობდა და ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე.
დუშეთში მიმდინარე ურბანული განახლების პროექტები მოინახულეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.
დუშეთის ისტორიული უბნის ურბანული განახლების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 19.2 მილიონი ლარია.