მერიის სიახლეები
9
ივნისი
ივნისი
ქალაქ დუშეთში 9 აპრილის სკვერი რეაბილიტირდა
დასრულებულ პროექტს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თეიმურაზ ბექაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კახაბერ ჩიტაურთან, მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან ერთად გაეცნო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა ბილიკების, დასასვენებელი სივრცეების, ფანჩატურის, ატრაქციონების, სპორტული სივრცისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 287 800 ლარზე მეტით დაფინანსდა.
დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მერის წარმომადგენელმა ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა


