• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    28
    სექტემბერი
    ქალაქ დუშეთში, კარიაულთ დასახლებაში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

    დასრულებული პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუკრი უნდილაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დაათვალიერეს.

    პროექტის ფარგლებში დასახლებაში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.

    ასფალტ-ბეტონის საფარი ასევე დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო ქალაქ დუშეთის სამხედრო დასახლებაში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოს სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

    „საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ლოკაციები მოსახლეობისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ საშუალება, კომფორტულად გადაადგილდნენ,“- განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

    პროექტები განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

    დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ასლამაზიშვილმა, ზედამხედველი და მშენებელი კომპანიის, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა.