ნოემბერი
ქალაქ დუშეთში, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და მისი მოადგილეები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი ნელი თეთრუაშვილი.
ბიბლიოთეკის შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩაუტარდა. სამუშაოები
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის ფასადი, შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემები, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია და განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დაფინანსებით კი, ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნა, წიგნადი ფონდი და ინვენტარი განახლდა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიება განხორციელდა.