ოქტომბერი
თარიღთან დაკავშირებით, ქალაქის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მრავალფეროვანი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მათ შორის ადგილზე მოეწყო საბავშვო სივრცეები და ეთნოგრაფიული კუთხეები; ასევე, გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ცეცხლოვანი შოუს ჩვენება, კონცერტები და სხვა აქტივობები.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! წელს დუშეთი გახდა მასპინძელი იმ სახალხო დღესასწაულებისა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ეს დღე ასეთი განსაკუთრებული, რომ პანდემიის შემდეგ ჩვენ ერთად აღვნიშნავთ "დუშეთობას" და "მთაბარობას".
მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ მობრძანდით: სტუმარს, კონცერტის მონაწილეს, ოსტატს, მეწარმეს, ხელოვანსა თუ ხელოსანს, მათ ვინც დღეს ქალაქ დუშეთში შექმნა ის საზეიმო განწყობა, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენთვის დაუვიწყარ ემოციად დარჩება. "- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაცაცო ნარიმანიძემ.
ღონისძიება 21:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდა, მანამდე კი, დღის განმავლობაში "დუშეთობა-მთაბარობის" დღესასწაულს მუსიკალურად ადგილობრივი და მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები და ჯგუფები აფორმებდნენ. მათ შორის სტუმრების წინაშე წარდგნენ "დუშეთის ბენდი", "გორელიშვილების საოჯახო ანსამბლი", ანსამბლი "ქალილო", ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩვენებურები" და ლელა ნაყეური, "ღამის შოუს ბენდი" გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით და ჯგუფი "რეგიონი"