სექტემბერი
ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ჯონი ბერუაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ დუშეთის ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მოეწყო საბავშვო სივრცეები და ეთნოგრაფიული კუთხეები; ასევე, გაიმართა ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიებაზე კახაბერ ჩიტაურმა ქალაქ დუშეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სპეციალური ჯილდო გადასცა რვა მოქალაქეს.
დაჯილდოვდნენ:
მაია მანია - არქიტექტორი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. გამოცემული აქვს წიგნ დუშეთის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა;
ტარიელ ხარხელაური - პოეტი; ელენე პატაშური და შალვა ბექაური - დამსახურებული პედაგოგები;
აკაკი სანაშვილი - ექიმი;
მირიან ფხალაძე - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, დუშეთის მკვიდრი;
ნუგზარ (დავით) ქავთარაძე - მუსიკოსი, ანსამბლ „ქალილოს“ ხელმძღვანელი;
ლამარა (ციცი) მასურაშვილი - დამსახურებული პედაგოგი, დუშეთის სახელოვნებო სკოლის დირექტორი;
"გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს! დუშეთი არის მასპინძელი იმ სახალხო დღესასწაულისა, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ არის ეს დღე განსაკუთრებული. მინდა, მადლობა გითხრათ ყველას, ვინც აქ მობრძანდით: სტუმარს, კონცერტის მონაწილეს, ოსტატს, მეწარმეს, ხელოვანსა თუ ხელოსანს, მათ, ვინც დღეს ქალაქ დუშეთში შექმნა ის საზეიმო განწყობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის დაუვიწყარ ემოციად დარჩება." - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, მოადგილეები: ბესიკ ბიჩნიგაური, თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ასლამაზიშვილი, მოადგილე გვანცა ესტატიშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთში შალვა ინაშვილი.


