მერიის სიახლეები
ივნისი
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
პროექტის ფარგლებში გზების დეპარტამენტის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწნმუნებულის პირველი მოადგილე მაცაცო ნარიმანიძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე, მშენებლობის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს. ასევე, პასუხები გაეცა მოსახლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ქვეშეთი-კობის ახალი გზა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. გარდა ამისა, გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შეიქმნება ახალი ტურისტული მიმართულებები, რომლებიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისათვის ასევე ინვესტორებისათვის. შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყების საშუალებაც გაუჩნდება.