• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    აპრილი
    ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო

    🔸️დღეს, ქალაქ დუშეთის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.

    ▶️საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ისაუბრა პარლამენტში არსებული მონაწილეობის მექანიზმების, ოფიციალური ვებ-გვერდის ეფექტურად გამოყენების, დანერგილი სიახლეებისა და პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც კანონშემოქმედებით ფუნქციას, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.

    ⭕დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი შეურთდა ღია მმართველობის პროგრამას, სადაც მოქალაქეთა ჩართულობა და გამჭვირვალობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

    "მოხარული ვარ ვუმასპინძლო მსგავსი ტიპის შეხვედრებს უფრო ფართო ფორმატშიც, სადაც მეტ ადამიანს შეეძლება დასწრება და საჭირო ინფორმაციის მიღება" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    🚩შეხვედრას, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, აგრეთვე ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრი თამარ კორძაია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ზოდელავა, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვასილ წიკლაური და ოთარ ჩხეიძე.