• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ივლისი
    ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა

    🔷 მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ და მერის მოადგილეებმა ვასილ წიკლაურმა და ოთარ ჩხეიძემ, კონტრაქტორი კომპანიების და რეგიონული სამშენებლო საზედამხედველო შპს "მშენ-ექსპერტის" წარმომადგენლებთან, ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართეს.

    🔷 შეხვედრაზე მერიის შესაბამის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

    🔷 ასევე, შეფასდა მიმდინარე სამუშაოები და განხილულ იქნა მონიტორინგის შედეგები.

    🔷 "მუნიციპალიტეტში, მომხდარი სტიქიის გამო, ზოგიერთი პროექტის მიმდინარეობა დროში შეფერხდა, თუმცა ჩვენი მიზანია, ისინი უახლოეს მომავალში დასრულდეს." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.

    🔷 მსგავსი ტიპის შეხვედრები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტების მონიტორინგისა და სამუშაოების ხარისხის შემოწმების მიზნით, ყოველკვირეულად იმართება.