ნოემბერი
შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების - არდოტი-ანდაქი- არჭილოს დამაკავშირებელი 10 კმ-მდე საავტომობილო გზა გაიჭრა. ამ დრომდე ადგილზე სამანქანე გზა არ არსებობდა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსდა.
დასრულებულ პროექტსა და სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცცაო ნარიმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური.
"შატილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები გეოგრაფიული მდებარეობით, სილამაზითა და ისტორიით მნახველს ყოველთვის აღაფრთოვანებს. სასიხარულოა, რომ სამანქანე გზით გადაადგილება უკვე
არდოტი-ანდაქი-არჭილოს მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, აგრეთვე ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისათვის, რადგანაც მათ არაჩვეულებრივი ადგილების მონახულების საშუალება ექნებათ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ადგილზე კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რომელთა გადაჭრის მიზნით, ინტენსიურად ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას," - განაცხადა დავით ნოზაძემ.
"შატილი და მუცო ქართული სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლებია და მათთან დამაკავშირებელი გზის გაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენთვის. ამ ნაბიჯით ხელს ვუწყობთ როგორც მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ისე ტურიზმის განვითარებას" - აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.