• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    ივლისი
    შეხვედრა არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების პროგრამაზე მომუშავე ჯგუფთან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების პროგრამაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა.

    აღნიშნული ჯგუფი, რისკის მართვის და მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავებასთან ერთად, ამ ეტაპზე გენდერის, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების ანალიზს ახორციელებს.

    ჩეხმა და ქართველმა ექსპერტებმა არსებულ გამოწვევებზე მუნიციპალიტეტის მერთან და ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის დირექტორთან იაგო წოწკოლაურთან ერთად ისაუბრეს.

    მაცაცო ნარიმანიძემ შეფასების პროცესში მონაწილეობისათვის მზადყოფნა გამოთქვა და საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური გზაა არსებული სტერეოტიპების დასაძლევად.