• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    1
    ნოემბერი
    შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ერთ-ერთი პირველი სამუშაო შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე გამართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დუშეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავით ოსეფაშვილი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    შეხვედრაზე განხილულ იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. კერძოდ, ბავშვთა სოციალური მუშაკების საქმიანობის ხელშეწყობა, ბავშვის მხარდაჭერისა და დაცვის მუნიციპალური პროგრამების მომზადება და მოსახლეობის ინფორმირება. საუბარი აგრეთვე შეეხო საჯარო სკოლებში არსებულ სიტუაციას და სამომავლო გეგმებს.

    მანანა ნარიმანიძის განცხადებით, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, რადგან ნებისმიერი ბავშვის მომზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მონაწილეობისათვის, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხია.