• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    8
    ნოემბერი
    შეხვედრა გაეროს ქალთა ფონდსა და ფონდ"ტასოს" წარმომადგენლებთან

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან გვანცა ესტატიშვილთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გაეროს ქალთა ფონდისა და ფონდ"ტასოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

    🔷️შეხვედრაზე სოფელ მაღაროსკარისა და სოფელ ჩარგალში მცხოვრებმა ქალებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში, თემის დონეზე გამოკვეთილი პრიორიტეტები და საჭიროებები წარმოადგინეს.

    ➡️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონებს აღნიშნული საკითხების თაობაზე, კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ ეს საკითხები გათვალისწინებულ იქნება შემდეგი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას.

    🔷️ ცნობისათვის, 2022 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო, და

    ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE) ახორციელებენ 26-თვიან

    პროექტს “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობათა

    მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით”.

    🔷️პროექტის ერთ-ერთი მიზანია გენდერული ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობა და მოქალაქეთა

    ჩართულობა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.

    ✅️პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით.