• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    22
    ოქტომბერი
    შეხვედრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ უნდილაშვილმა საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია SEMA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

    ორგანიზაციის მოწვეულმა ექსპერტმა მარინა შვანგირაძემ შეხვედრაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკაზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

    პროექტის ფარგლებში "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის საკითხებში" გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელი ნინო ხეხელაშვილი და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.