მერიის სიახლეები
აპრილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ილია ზაქაიძის სახელობის დუშეთის კულტურის სახლში პოეტ მარიამ წიკლაურთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ავტორმა ისაუბრა განათლების მიღების მნიშვნელობაზე, წიგნის როლზე ბავშვის ცხოვრებაში, საკუთარი შემოქმედების თაობაზე და წაიკითხა საზოგადოებისათვის ცნობილი და საყვარელი ლექსები.
ღონისძიებას, რომელსაც მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ქეთევან წიკლაური უძღვებოდა, ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის უფროსი ბაბუა ალუდაური. მათ მარიამ წიკლაურს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დუშეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი მანანა შუკაკიძე) და ლიტერატურული წრის წევრები, რომელთაც წაიკითხეს ავტორის ლექსები.
აღსანიშნავია, რომ მარიამ წიკლაური მრავალმხრივი შემოქმედია. მისი ლექსები, თარგმანები, ესეები, წერილები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. პოეტის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა ლიტერატურულ კრებულსა თუ სახელმძღვანელოში.
შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.