მერიის სიახლეები
მაისი
მცხეთა-მთიანეთის მხარისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფელ ჟინვალის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სოფლის საჭიროებები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ასევე ისაუბრეს მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათი ეტაპობრივი გადაჭრის გზებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით კი, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სოფელ ჟინვალში მოსახლეობასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები


