• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    12
    ნოემბერი
    შეხვედრა ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენლებთან

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

    მისიის ხელმძღვანელმა იან გლინკამ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ და გამოყო სამი ძირითადი მიმართულება:

    ნარჩენების მართვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდა „არაგვის დაცული ლანდშაფტის“ ნარჩენების მართვის გეგმის შედგენა, ხოლო მერიას პროექტის ფარგლებში 2020 წელს ასევე გადმოეცა სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა და 13 კონტეინერი;

    პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რაც ადგილობრივ ამბულატორიებში მომუშავე სოფლის ექიმების ცოდნის ამაღლებას და ტექნიკური უნარების გაძლიერებას გულისხმობს;

    „გზა შინისაკენ“ - ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარების ხელშემწყობი პროექტი, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დუშეთის საცხოვრისის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ამ დაწესებულების ბენეფიციარებისთვის შესაბამისი საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებას.

    მანანა ნარიმანიძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობისათვის და მერიის სახელით, აღუთქვა სამომავლო მხარდაჭერა ეფექტიანი თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პროექტის ხელმძღვანელი თამარ კურტანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები.