მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მოადგილეებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
იანა კოვალოვამ და იანა ზელინგეროვამ შეხვედრაზე ჩეხეთის მხარის მიერ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც დუშეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სოციალური და ახალგაზრდული საკითხების მხარდაჭერაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციაზე. აღნიშნული პროექტების იმპლიმენტაციაში კი ძირითად პარტნიორს მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთო წიკლაური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი თამილა ნადირაშვილი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი ლალი უნდილაშვილი.