ივლისი
უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლას, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ეკოსკოლების პროგრამის ფარგლებში, მწვანე დროშის ჯილდო გადაეცა.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად ესწრებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ქეთო წიკლაური.
ღონისძიებაზე ორგანიზაციის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT) წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ ეკოსკოლების პროგრამა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროექტია. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ, ეხმარება მათ, გახდნენ უფრო ეკომეგობრული და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები.
UNESCO-ს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, ეკოსკოლა არის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია 2015- 2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელს მსოფლიოში.