• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    თებერვალი
    შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

    საბჭოს წევრებმა ადგილობრივ შშმ პირთა საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს, ხოლო საბჭოს თავმჯდომარესთან მაცაცო ნარიმანიძესთან წარმოადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შექმნის თაობაზე.

    ცნობისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

    საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ-ის, განათლების სამინისტროს რესურსცენტრის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.