• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    ივნისი
    შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

    ✅️14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

    ▶️თარიღთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი და ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" დუშეთის ფილიალის წარმომადგენლები შშმ პირთა პანსიონატში იმყოფებოდნენ.

    🔷️ მათ ბენეფიციარებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ისაუბრეს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ.

    🟢ცნობისათვის, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.